loader

"ნაცმოძრაობა" სამართალდამცველებს ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობის საქმის მიჩქმალვას აბრალებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაცმოძრაობა" სამართალდამცველებს ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობის საქმის მიჩქმალვას აბრალებს

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს.

ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა კოტე იოსელიანმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სისხლის სამართლის საქმე N006050315005 აღიძრა თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტზე, რომელიც დღემდე გაუხსნელია. დანაშაულის ადგილზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედების შედეგად, საექსპერტო-კრიმინალურმა სამსახურმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო სავარაუდო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ ცნო ვარგისად და დარეგისტრირდა სამძებრო სამსახურის ბაზაში. მიმდინარე წელს, სპეცსამსახურს, კერძოდ, სუს-ს, მუშაობის დაწყების სურვილით საქართველოს მოქალაქემ მიმართა. სპეციალური პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სუს-ში მუშაობის დაწყებას სჭირდება, დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ ამ მოქალაქის ანაბეჭდების ნიმუშები ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდების იდენტურია. ჩვენი ინფორმაციით, ამ მონაცემების თანხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო გომელაურისა და გოგაშვილის უწყება. მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურამ კი, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის უშუალო ჩარევის შედეგად ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა. საუბარი ეხება მოქალაქეს, პარლამენტის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილს - დავით სესიაშვილს", - განაცხადა იოსელიანმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაუყოვნებლივ მოითხოვს ირაკლი სესიაშვილისგან განმარტებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე, გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძისაგან - განმარტებას ქურდობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე და მიმდინარე გამოძიების და გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გასაჯაროებას.

ასევე იხილეთ: "ხვალ რომ ყველაფერს ვიტყვი..." - რას აპირებს ირაკლი სესიაშვილი?