loader

ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს? - პოლიტიკოსის პასუხი "ნაციონალების" ბრალდებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს? - პოლიტიკოსის პასუხი "ნაციონალების" ბრალდებას

სამართალდამცველებმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს. ეს სკანდალური განცხადება "ნაციონალურ მოძრაობაში" გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ კოტე იოსელიანის თქმით, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე აღიძრა, დღემდე გაუხსნელია. პარტიაში აცხადებენ, რომ პროკურატურამ ირაკლი შოთაძის უშუალო ჩარევის შედეგად ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა. მომხდარზე "ნაციონალური მოძრაობა" დაუყოვნებლივ განმარტებას მოითხოვს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის - ირაკლი სესიაშვილისგან და ასევე, გენერალური პროკურორისგან.