loader

სკოლასთან გადასასვლელი თბილისში, სადაც უამრავი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკოლასთან გადასასვლელი თბილისში, სადაც უამრავი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

საინფორმაციო პორტალ "Ambebi.ge"-ს თბილისში, ნუცუბიძის მეორე პლატოზე მცხოვრები მკითხველი დაუკავშირდა, რომელმაც ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგზაო უაფრთხოების არასრული ნიშნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"Palitravideo.ge"-მ გადაამოწმა მოქალაქის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, და აღმოჩნდა, რომ ბ. ჟღენტის #2 ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტეროტორიაზე, არ არის ზებრა გადასასვლელი და არც ე.წ "მწოლიარე პოლიციელი".

"Palitravideo.ge" იმითაც დაინტერესდა, რამდენად მასშტაბურია სკოლებთან საგზაო უსაფრთხოების პრობლემები და შესაბამისი კითხვით ქალაქ თბილისის მერიას მივმართეთ, სადაც  ჩვენი შეკითხვის პასუხად აცხადებენ, რომ დედაქალაქის მასშტაბით ყველა სკოლისა თუ ბაღის მიმდებარედ დაცულია საგზაო უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის აღნიშნულ ადგილზეც იყო ზებრა გადასასვლელი, თუმცა სავალი გზის რეაბილიტაციის შემდგომ წაიშალა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ გვიანი გაზაფხულიდან იგეგმება დედაქალაქში ზებრა გადასასვლელების განახლება და ყოფილი 170-ე სკოლის მიმდებარედაც განახლდება ნიშნები.

ავტორი: ნარიტა ჩხაიძე