loader

ელიავას ბაზრობასთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა - "გზაზე გადადიოდა ბიჭთან ერთად, გოგონა დაიღუპა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელიავას ბაზრობასთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა - "გზაზე გადადიოდა ბიჭთან ერთად, გოგონა დაიღუპა"

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.
როგორც Palitravideo.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, ”მიცუბიშის” მარკის ავტომობილი ახალგაზრდა ქალს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გზაზე გადადიოდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შეჯახების შემდეგ ავტომობილმა მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ხეს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ისინი ამ წუთებში ავტომობილის მძღოლისგან ავარიის შესახებ ინფორმაციას ისმენენ.
როგორც ავარიის ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს ტერიტორიაზე შუქნიშნის დამონტაჟების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელთან ერთადაც ქალი გზაზე გადადიოდა, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული.

ავტორი: ნინო ხოზრევანიძე