loader

რა ხდება ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
როგორც "პალიტრავიდეოს" შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები იყო. მათივე თქმით, ავტომობილს, რომელსაც მამაკაცი მართავდა, სხვა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს.

სავარაუდოდ, მამაკაცს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. თვითმხილველთა განცხადებით, დაჭრილი მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჯავახიშვილის ქუჩაზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გადაკეტილია გზა. მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით შინაგან სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ:

რას ჰყვებიან თვითმხილველები ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ