loader

რუსთავში ორი ჩვილი დაიღუპა - ექიმი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში ორი ჩვილი დაიღუპა - ექიმი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებზე

რუსთავსა და სოფელ გაჩიანში ორი ჩვილის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. დღეს დილით კლინიკა "რუსთავში" მშობლებმა ჩვილი მიიყვანეს, რომელიც ექიმების ინფორმაციით, უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ახალშობილი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა. ახალშობილების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის ექიმმა განუცხადა, 30 აპრილს დაბადებული ჩვილი რუსთავიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა, მეორე ჩვილი, 21 აპრილს დაბადებული ასევე გოგონა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანიდან ოჯახის წევრებმა მიიყვანეს და ისიც უკვე გარდაცვლილი იყო. ექიმის განცხადებით, შემთხვევის შესახებ კლინიკამ საპატრულო პოლიციას აცნობა, სიკვდილის მიზეზებს კი ექსპერტიზა დაადგენს.

კლინიკა "რუსთავში" ამჟამად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ორივე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ავტორი: მარი ვარდოშვილი