loader

"აქ არიან განსაკუთრებულად ჭკვიანი ადამიანები" - მარიშკა ჯავახაძე "ევროპულ საქართველოზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აქ არიან განსაკუთრებულად ჭკვიანი ადამიანები" - მარიშკა ჯავახაძე "ევროპულ საქართველოზე"

დავით ბაქრაძე პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გახდა. სპორტის სასახლეში გამართულ "ევროპული საქართველოს" ყრილობაზე, პარტიის წევრებმა ასევე, მხარი დაუჭირეს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გიგა ბოკერიას არჩევას, ხოლო გენერალური მდივნის პოსტზე - გიგი უგულავას. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარტიიდან წევრების ნაწილი გამოეყო და ახალი პარტია, ევროპული საქართველო შექმნა. დავით ბაქრაძემ თანამოაზრეებთან ერთად 12 იანვარს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პარტიის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, უთანხმოების ძირითადი მიზეზები იყო, "წარსულის შეფასება", "ბრძოლის მეთოდები, სტრატეგია და ტაქტიკა".