loader

კვირიკაშვილის მწვავე და გამანადგურებელი პასუხი რუს დეპუტატს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კვირიკაშვილის მწვავე და გამანადგურებელი პასუხი რუს დეპუტატს

საქართველო აღარ არის "პოსტ"-ქვეყანა, დროა, დავივიწყოთ ეს "პოსტ" წინსართი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ყველა გაგებით შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ნიკონოვის რეპლიკას.

ნიკონოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი საქართველო და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდნენ, თუმცა წინააღმდეგია საქართველო-უკრაინის ნატოში ინტეგრაციის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაში: "აღმოსავლეთ სამეზობლო 2017".