loader

"უფლის წინაშე უნდა იყო ადამიანი მართალი, თორემ ადამიანები აღარ ვიქნებით" - რას ამბობდა ბავშვების გარდაცვალების შემდეგ ჯემალ ართმელაძე, რომელიც დღეს გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უფლის წინაშე უნდა იყო ადამიანი მართალი, თორემ ადამიანები აღარ ვიქნებით" - რას ამბობდა ბავშვების გარდაცვალების შემდეგ ჯემალ ართმელაძე, რომელიც დღეს გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი ჯემალ (ზაზა) ართმელაძე, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ იპოვეს. იგი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული იყო და 2016 წელს, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გთავაზობთ საარქივო კადრებს, რომელიც Palitravideo.ge-მ 2015 წელს, ტრაგედიის შემდეგ გადაიღო. ვიდეოში ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის" მფლობელებმა ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრეს. ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ბათუმში ბრიფინგი გამართეს და მოსახლეობას თხოვნით მიმართეს, რომ თუკი ვინმემ რაიმე დეტალი იცის ხანძართან დაკავშირებით, განაცხადოს და დაეხმაროს გამოძიებას. როგორც ლია ართმელაძემ აღნიშნა, მას საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი აქვს. ოჯახის წევრის, ჯემალ ართმელაძის განცხადებით, ანსამბლის ხელმძღვანელი გოგი მარღანია 10 წლის განმავლობაში დადიოდა სასტუმრო "არმაზში" და მათ პრობლემები არასდროს ჰქონიათ.