loader

"დავიღალე, აღარ შემიძლია!" - რამ გააღიზიანა გლდანელი ქალბატონი სერგი რატიანის გამოსვლისას, საკონსტიტუციო პროექტის განხილვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავიღალე, აღარ შემიძლია!" - რამ გააღიზიანა გლდანელი ქალბატონი სერგი რატიანის გამოსვლისას, საკონსტიტუციო პროექტის განხილვაზე

გლდანში, საკონსტიტუციო პროექტის საერთო-სახალხო განხილვაზე „ევროპული საქართველოს" წევრის, სერგო რატიანის გამოსვლას დარბაზში უკმაყოფილება მოჰყვა.

სერგო რატიანი საარჩევნო სისტემისა და პრეზიდენტის არჩევის საკითხებზე პლებისციტის ჩატარების საკითხზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ მხოლოდ გლდანში არსებობს 20 000 ხელმოწერა, რაზეც დარბაზში შეკრებილთაგან იყო რეპლიკები, თუ სად ჩაატარეს მათ გამოკითხვა, როდესაც მათ ოჯახებში არავინ ყოფილა. ამის შემდეგ, როცა სერგო რატიანმა სიტყვით გამოსვლა კვლავ გააგრძელა, დარბაზში მყოფებმა აღნიშნეს, რომ დაიღალნენ მისი ლაპარაკით, დაიღალნენ "ნაციონალებით" და რომ შეეწყვიტა მას გამოსვლა. სერგო რატიანის განცხადებით, მას ესმის, რომ დარბაზში ზოგს შეიძლება არ მოსწონდეს მისი გამოსვლა.

ამ ეტაპზე საკონსტიტუციო პროექტის საერთო-სახალხო გამოსვლაზე მყოფი მოქალაქეები კომისიის წევრებს შეკითხვებით მიმართავენ.

ნათია რუხაძე, Palitravideo.ge