loader

"გვეშინია, ბავშვები არ დაგლიჯონ" - გურჯაანის რაიონს მგლები შემოესივნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვეშინია, ბავშვები არ დაგლიჯონ" - გურჯაანის რაიონს მგლები შემოესივნენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მგლების მიერ ცხოველის დაგლეჯის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამჯერად მგლებმა ვირი დაგლიჯეს.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მტაცებლის მიერ ცხვრების დაგლეჯის შემთხვევები დაფიქსირდა. ისინი მონადირეთა ჯგუფების შექმნას და ხელისუფლებისგან მგლების დახოცვის უფლებას ითხოვენ.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის აღნიშნულ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს და ისინი აპირებენ მიმართონ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელსაც მგლების დახოცვის უფლება ექნება.