loader

პირდაპირი ეთერი "რ2"-იდან და ბოლო ცნობები არხზე მიმდინარე მოვლენების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი ეთერი "რ2"-იდან და ბოლო ცნობები არხზე მიმდინარე მოვლენების შესახებ

Palitravideo.ge-ს ჟურნალისტის, ნარიტა ჩხაიძის ფეისბუქ-ლაივი

არაოფიციალური ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილების შეცვლას და თანამდებობაზე დარჩენას სთხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, დილიდან გვარამიასთან მოლაპარაკება სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თუმცა საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გვარამია, ამ ეტაპზე უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, არხიდან წასვლის გადაწყვეტილება შესაძლოა გვარამიას პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდებოდეს, თუმცა არც "ევროპულ საქართველოში" და არც "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ადასტურებენ, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი შესაძლოა მათ რიგებს შეუერთდეს.

აღსანიშნავია, რომ არსებული ცნობით, დღეს ტელეკომპანიაში მისვლას და თათბირის გამართვას გეგმავენ არხის მფლობელები, ძმები ყარამანაშვილები.