loader

ქართულ სკოლაში გადაღებული უმძიმესი ვიდეო, რომელშიც ძალადობის მსხვერპლი გოგონას განწურული ხმა ისმის (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართულ სკოლაში გადაღებული უმძიმესი ვიდეო, რომელშიც ძალადობის მსხვერპლი გოგონას განწურული ხმა ისმის (+18)

სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ძალადობს ერთი მოსწავლე მეორეზე, უდიდესი გამოხმაურება მოჰყა. ინტერნეტმომხმარებლები ინტერესდებია, არის თუ არა ინფორმირებული ბულინგის ამ ფაქტზე განათლების სამინისტრო და მოახდინა თუ არა უწყებამ რაიმე ტიპის რეაგირება. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად Palitravideo.ge განათლების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა.

რას ამბობს სამინისტრო
Palitravideo.ge-ს კითხვაზე, არის თუ არა ინფორმირებული განათლების სამინისტრო სოციალური მედიით გავრცელებულ ამ ძალადობის ფაქტზე, სამინისტროში გვპასუხობენ, რომ ისინი დეტალებს არ ფლობენ. ამასთან, მათ Palitravideo.ge-ს უთხრეს, რომ ისინი არ არიან დარწმუნებული ამ კადრების სინამდვილეში და უშვებენ, რომ შესაძლოა, კადრები დადგმულიც კი იყოს.
Palitravideo.ge-ს კითხვაზე, აპირებენ თუ არა ისინი რაიმე ტიპის რეაგირებას, გვპასუხობენ, რომ რეაგირებისათვის სამინისტროს მეტი კონკრეტიკა სჭირდება.

განახლება: Palitravideo.ge-ზე აღნიშნული ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ განათლების სამინისტრო კვლავ დაგვიკავშირდა. გთავაზობთ მათ ახალ კომენტარს: "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ სკოლაში ნებისმიერი ტიპის ძალადობა არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ორშაბათიდან დავიწყებთ გამოძიებას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გვექნება შესაბამისი რეაგირება, რაშიც ჩვენი ფსიქოლოგიური სამსახურიც ჩაერთვება", - ნათქვამია განცხადებაში.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ამ კადრებში დაფარული არ არის ინციდენტში მონაწილე ბავშვების სახეები. Palitravideo.ge დარედაქტირებულ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ბავშების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელია.