loader

კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

ვიცე- პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად შესაცვლელია. კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

"მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს აღნიშნული რეფორმის დაჩქარება სთხოვა. რაც შეეხება, კონკრეტულად მომხდარ ფაქტს, თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, როდესაც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან თუნდაც ეჭვის დონეზე ვუშვებთ ნარკოტიკის "ჩადების" შესაძლებობას. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ, წარსულში დარჩება, როცა მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია", - განაცხადა კალაძემ.