loader

პირდაპირი ეთერი ლონდონიდან, სადაც ამ წუთებში 24-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ხანძრისგან სრულიად ნადგურდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი ეთერი ლონდონიდან, სადაც ამ წუთებში 24-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ხანძრისგან სრულიად ნადგურდება

ხანძარი ლონდონში [განახლებადი რეპორტაჟი]
უამრავი ევაკუირებული, ჰოსპიტალიზებული, 30 დაშავებული და გარდაცვლილები


არის თუ არა მსხვერპლი:
[განახლებული, უახლესი მონაცემები]
სახანძრო სამსახურის დადასტურებული ცნობით, არიან გარდაცვლილები, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა ჯერ არ კონკრეტდება.
"სამწუხაროდ, უნდა დავადასტურო, რომ არიან დაღუპულები. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი თუ რამდენი დაღუპულია. ხანძარის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია", - განაცხადა ლონდონის სახანძრო სამსახურის კომისარმა დენი კოტონმა.

მოკლედ:
ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის.
რა ხდება შემთხვევის ადგილზე:
ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 50-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს.
24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი ყველა სართულზეა მოდებული.
რას აკეთებს სამაშველო სამსახური და პოლიცია:
სამაშველო სამსახური მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობს.
პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის გამო, არსებობს შენობის ჩამოშლის საფრთხე.


"ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდა" - თვითმხილველი ლონდონის ხანძრის მძიმე დეტალზე