loader

რა ვიდეომასალას ავრცელებს შსს სექსმუშაკის ცემის ფაქტზე, რომელიც უწყებას მოქალაქემ მიაწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიდეომასალას ავრცელებს შსს სექსმუშაკის ცემის ფაქტზე, რომელიც უწყებას მოქალაქემ მიაწოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხობს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 21 წლის სექსმუშაკს ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსმა და ამავე განყოფილების ორმა პოლიციელმა სცემა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქალი ნაცემი დახვდათ. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის ჩხუბი მოხდა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლები, სადაც მათ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1996 წელს დაბადებული ი.ლ. დახვდათ. მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.