X
"50 წუთი ვცდილობდით გადარჩენას" - ნინო დარასელი თვითმფრინავზე მეხის დაცემის ამბავს აღწერს
17:51 / 19-06-2017
სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა. როგორც ქართველი მგზავრები ჰყვებიან, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში კვლავ სტამბოლში დაეშვა, რისი მიზეზიც გახდა მეხის დაცემა. მართვის პრობლემების გამო პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავი დაესვა ათათურქის აეროპორტში.
თვითმფრინავში ამ დროს რამდენიმე ცნობილი სახე იმყოფებოდა, მათ შორის, გადაცემა "ექიმების" წამყვანები, ასევე, ჟურნალისტი ნინო დარასელი შვილთან ერთად. ინციდენტის შესახებ დარასელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და აეროპორტში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: "რა დროს მეფე იყო რა, ჩამიშალა ჩემი მეორედ მოსვლაზე აჟიოტაჟის ისტორია. ჰოდა რას ვამბობდი და.... არც მეტი არც ნაკლები მეხი დამეცა. გუშინ სტამბულიდან აფრენილი თვითმფრინავის უმწეო მგზავრები და ეკიპაჟი, 50 წუთის განმავლობაში ვცდილობდით გადარჩენას. აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავმა საშინელი რყევა დაიწყო, განათდა და რომ არა ატლასგლობალის საოცარი პილოტი და ეკიპაჟი დადებდით ახლა ალბათ ბევრი ჩემი და Jay Gatsby-ს (გულისხმობს თავის ვაჟს ზაზუკა ბერაძეს) მოსაგონარს. თვითმფრინავი ავარიულად სტამბულში დაჯდა. ერთმა მგზავრმა მითხრა კიდეც, შენ რა გენაღვლება გაგიხსენებდნენ მაინც, მე ვკვდებოდი უსახელოდო. დიდი შეღავათი იყო ჩემთვის. ერთადერთი რასაც მეც და ზაზუკაც ვფიქრობდით ეხლა
მაინც ხო გამოუშვებენ ჩემი ოჯახის წევრებსთქო.
მოკლედ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაც გადაგვხდა ვამბობდი ამაზე უარესი რაღა დაგვემართებათქო. აგრესიაზე აცრილს და ემოციებისგან დაცლილს მეხამრიდის დაყენება დამავიწყდა. ახლა უკვე ესეც მაქვს და აწი ნამდვილად ვეღარაფერი მომერევა.
მფრინავმა 10 დან 9 ქულა ვარდებოდითო. რას ვიფიქრებდი ქულებით თუ დავითვლიდი გადარჩენას. ასე გავხდი სტატისტიკის ნაწილი და ეხლა შემიძლია ისტორიისაც გავხდე. მეფე არჩევითი თუა დავაყენებდი კანდიდატურას. დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე და ნინო მეხამრიდი", - წერს დარასელი.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, რეისი თბილისის მიმართულებით მოგვიანებით შესრულდა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ტესტი: რომელ ქართველ პოლიტიკოსს ეკუთვნის ფრაზა?
ჩხუბი ბახტრიონზე - თვითმხილველის კადრები
"რუსთავის პარკში ცხოვრობს" - 28 წლის ორსული გოგო მშობლებმა სახლიდან გამოაგდეს
როგორ ერთობა ქეთა თოფურია ირაკლი ფირცხალავასთან ერთად "სახის" კონცერტზე თბილისში
ეს საქართველოში ხდება - შვილების და მამების უსაყვარლესი ცეკვა ბაღის გამოსაშვებ საღამოზე
ქართველი მძღოლი მოსახვევში ტრაილერთან დაჯახებას ბეწვზე გადაურჩა
რა ვიდეომასალას ავრცელებს შსს სექსმუშაკის ცემის ფაქტზე, რომელიც უწყებას  მოქალაქემ მიაწოდა
ერთადერთი ჩანაწერი, რომელშიც ილია მეორე დაკავებული დეკანოზისა და მასთან დაკავშირებული 50 მილიონის შესახებ საუბრობს