loader

წყლის "შადრევანი" პეკინის ქუჩაზე - "მე-9 სართულამდე აღწევდა... კოვში დააფარეს ამ შადრევანს და გააგრძელეს სხვა სამუშაო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყლის "შადრევანი" პეკინის ქუჩაზე - "მე-9 სართულამდე აღწევდა... კოვში დააფარეს ამ შადრევანს და გააგრძელეს სხვა სამუშაო"

წუხელ, პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას, სავადაუდოდ, წყლის მილის დაზიანებას წყლის მაღალი წნევით ამოხეთქვა მოჰყვა. ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას ადგილობრივი "ფეისბუქის" საშუალებით, ამ თანდართულ ტექსთან ერთად ავრცელებს:

თეა მსხილაძე: "დავრჩით უწყლოდ სავარაუდოდ :( თან ყველაზე საინტერესოა რომ კოვში დააფარეს ამ შადრევანს და გააგრძელეს სხვა სამუშაო, ღამის 11 საათზე იწყებენ სახვრეტელათი მუშაობას, მანამდე ფაციფუცობენ ხრეშს ყრიან, კიდევ 2 თვე ნახევარში რამდენი ფანტანი მექნებაა!".
ადგილობრივი, ფეისბუქზევე, დისკუსიისას, კომენტარებში აკონკრეტებს, რომ ამოხეთქილი წყალი მე-9 სართულამდე აღწევდა.

სავარაუდოდ, წყლის მილის შეკეთებაზე პასუხისმგებლობას GWP აიღებს.