loader

კადრები ზაჰესის ხიდიდან, სადაც მარცხენა ფლიგელი ჩაინგრა და მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ზაჰესის ხიდიდან, სადაც მარცხენა ფლიგელი ჩაინგრა და მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია

ზაჰესის ხიდის მარცხენა ფლიგელი ჩაინგრა, რის გამოც ავტომობილებით მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ტერიტორიაზე გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებენ.
ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ისინი ნგრევას მშენებელი კომპანიის მიერ საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებას უკავშირებენ. ასევე მიმართავენ თბილისის მერიას, რომ მოხდეს დაზიანებული ხიდის დროული შეკეთება.
ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც, რომლებიც თბილისის მერიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.
მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია მოხდეს მშენებელი კომპანიის საქმიანობის შესწავლა.

ავტორი: ნიკა საჯაია