loader

რა ხდება "რ2"-ის სიუჟეტში, რომლის გამოც ირაკლი მამალაძემ საქართველო დატოვა, დაბრუნების შემდეგ კი ტელევიზიას სასამართლოში უჩივის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება "რ2"-ის სიუჟეტში, რომლის გამოც ირაკლი მამალაძემ საქართველო დატოვა, დაბრუნების შემდეგ კი ტელევიზიას სასამართლოში უჩივის

[ვიდეო: "შაბათის კურიერი"]
ძალოვანი უწყების ყოფილმა თანამშრომელმა ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ახლა სასჯელს მატროსოვის ციხეში იხდის, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით „კურიერს“ წერილს გაუგზავნა. წერილი მატროსოვის ციხიდან, პატიმარ ირაკლი ფირცხალავას ხელმოწერით, 15 ივნისით თარიღდება, ამ წერილის მიხედვით მომზადებული სიუჟეტი კი ტელევიზიის ეთერში 24 ივნისს, "შაბათის კურიერში" გავიდა.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ირაკლი მამალაძემ საქართველო დატოვა. ის კიევში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

"ქვეყანა დავტოვე იმ ცილისმწამებლური კამპანიის გამო, რომელიც ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს დაგეგმილად და ორგანიზებულად, ამაზე კი პროკურატურა რეაგირებას არ ახდენდა. ბოლო რეპორტაჟი, რომელიც "რუსთავი 2"-მა გააკეთა, აღმოჩნდა ბოლო წვეთი. შეუძლებელი იყო ამ ტყუილების მოსმენა და მშვიდად ცხოვრების გაგრძელება თბილისში. ახლა ვარ ჩემს ნათესავებთან კიევში", - განაცხადა მამალაძემ 27 ივნისს, ამ განცხადებიდან 24 საათში კი ის საქართველოში დაბრუნდა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ სამოქალაქო დავას იწყებს და სწორედ ამიტომ დაბრუნდა საქართველოში (ნახეთ ვიდეო).