loader

საქართველოს რკინიგზის სპეციალური განმარტება თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობის საფასურზე ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს რკინიგზის სპეციალური განმარტება თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობის საფასურზე ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით

ძვირდება თუ არა თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა - ფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ 2-დღიან აჟიოტაჟს საქართველოს რკინიგზა ეხმაურება და განმარტებას აკეთებს. რკინიგზა 1-ლი ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულების მატარებლის ბიზნესკლასისა და პირველი კლასის ბილეთის ფასის კორექტირებას ახდენს. ამასთან, რკინიგზაში განმარტავენ, რომ მეორე კლასით მგზავრობის ფასი უცვლელია. ისევე, როგორც წინა სეზონში, ფასი 24 ლარი, არასეზონური ფასი კი 18 ლარი იქნება.