loader

ცვლილებები, რომელსაც შესაძლოა, 1 ივლისიდან საქართველოში ბინების გაძვირება მოჰყვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცვლილებები, რომელსაც შესაძლოა, 1 ივლისიდან საქართველოში ბინების გაძვირება მოჰყვეს

1-ლი ივლისიდან სავალდებულო ხდება ქონების რეალიზაციის ფასის მხოლოდ ლარში გამოხატვა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში 1-ლი ივლისიდან პირებს გარკვეული სანქციები დაეკისრებათ.

როგორც ეროვნულ ბანკში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ფასის ლარში მითითების ვალდებულება ვრცელდება როგორც უძრავ, ისე მოძრავ ქონებაზე.
მათივე ცნობით, აღნიშნული ვალდებულება 1-ლი ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაეკისრება. ხოლო იმ პირზე, რომელიც მეწარმე სუბიექტი არ არის, ეს ვალდებულება არ გავრცელდება.