loader

მკვლელობა ვარკეთილში - შსს-მ 19 წლის ახალგაზრდა დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა ვარკეთილში - შსს-მ 19 წლის ახალგაზრდა დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ე.გ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
”გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 ივნისს თბილისში, ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ზ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.ზ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)”, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.