loader

შემზარავი შემთხვევა კანცელარიასთან: ქალი ღობეზე ჩამოგებას ცდილობდა, რათა თავი მოეკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი შემთხვევა კანცელარიასთან: ქალი ღობეზე ჩამოგებას ცდილობდა, რათა თავი მოეკლა

მთავრობის ადმინისტრაციასთან კომპანია “საქართველოს” ერთ-ერთმა დაზარალებულმა მეანაბრემ თავის მოკვლა სცადა.
დაზარალებული მეანაბრე მთავრობის ადმინისტრაციის ღობეზე აძვრა და ამ ღობეზე ცდილობდა თვითდაზიანების მიყენებას, თუმცა ამაში ხელი სხვა დაზარალებულებმა შეუშალეს.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

როგორც დაზარალებული აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ქალი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, სამი შვილის დედაა და კომპანია “საქართველომ” სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
დაზარალებულები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და დახმარებას მოითხოვენ.

ავტორი: ლექსო ნაბახტეველი