loader

რა ხდება აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც აქციის მონაწილე ცუდად გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც აქციის მონაწილე ცუდად გახდა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა. აქციას 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების ახლობლები მართავენ. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის დედას, რომელიც შეუძლოდ გახდა, დახმარება აქციის მონაწილეებმა აღმოუჩინეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
გამსახურდიას ქუჩაზე პოლიციამ ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მოახერხა. სამართალდამცველებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და აქციის მონაწილეებს გზის ჩაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.
11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების ახლობლები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

მარიკო კეკელიძე, Palitravideo.ge ბათუმიდან