loader

რა მდგომარეობაშია გამწარებული ხალხი ელიავას ბაზრობაზე, სადაც ძლიერი ხანძარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მდგომარეობაშია გამწარებული ხალხი ელიავას ბაზრობაზე, სადაც ძლიერი ხანძარია

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მაღაზიების მეპატრონეები ვერტმფრენის გამოყენებას ითხოვენ. მათი თქმით, მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, ამიტომ ცეცხლი სხვა ობიექტებზეც რომ არ გავრცელდეს, ვერტმფრენები უნდა დაიხმარონ.

ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი სამსართულიან შენობას უკიდია. მაღაზიების მეპატრონეებს საქონელი სავაჭრო ობიექტებიდან გააქვთ. ხანძარს 17 სახანძრო მანქანა აქრობს. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მეხანძრეების განცხადებით, არსებობს ცეცხლის სხვა ობიექტებზე გავრცელების საშიშრობა.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი