loader

როგორ გამოიყურება მეტრო "თავისუფლება" "გალერეა თბილისის" მასშტაბური მშენებლობის შემდეგ - მეტროს ცალკე შესასვლელი აღარ ექნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება მეტრო "თავისუფლება" "გალერეა თბილისის" მასშტაბური მშენებლობის შემდეგ - მეტროს ცალკე შესასვლელი აღარ ექნება

თავისუფლების მოედანზე ყოფილი უნივერმაღის შენობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა 2015 წელს შეიძინა. სწორედ აქ შენდება სავაჭრო ცენტრი "გალერეა თბილისი", რომლის გახსნაც 2017 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ "გალერეა თბილისი" და თავისუფლების მეტროს სადგური ერთ სივრცეში იმყოფება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანია აცხადებს, მეტროს სადგურის ფოიეში ამჟამად მიმდინარე სამუშაოებსა და მის გარე ფასადზე პასუხისმგებელი ის კერძო კომპანიაა, რომელიც მშენებლობას აწარმოებს.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის თქმით, ჯერჯერობით რთულია საუბარი იმის შესახებ, თუ ზუსტად როგორი სახე ექნება თავისუფლების მეტროს შესასვლელს, იმიტომ, რომ მშენებლობის ზოგიერთი დეტალი ჯერჯერობით დაგეგმვის ეტაპზეა. თუმცა მეტროს ცალკე გამოყოფილი ფასადი ან შესასვლელი არ ექნება. სადგური სავაჭრო ცენტრის შენობის ნაწილი იქნება და მის ქვემოთა სართულზე იქნება განთავსებული.
დღესდღეობით თბილისის მეტროპოლიტენი რამდენიმე, კერძოდ, ახმეტლის, ავლაბრისა და ვარკეთილის სადგურში თბილისის სატრანსპორტო კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიის თქმით, სამომავლოდ კიდევ 4 სადგურის რემონტი იგეგმება.

ავტორი: ნინო ბიძინაშვილი