loader

ახალ ზელანდიაში ნიკა გილაურის დახვედრის საზეიმო ცერემონიალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალ ზელანდიაში ნიკა გილაურის დახვედრის საზეიმო ცერემონიალი

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერსა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერს შეხვდა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის საზეიმო ცერემონია ტრადიციული და სამხედრო კომპონენტებისგან შედგებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს ზელანდიურმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო ეკონომიკური ურთიერთობები.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოსადმი ინტერესი გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება.

მომავალში ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა რაგბის ნაკრებების მაისურები გაცვალეს, ზელანდიის პრემიერმა ქართველ ბორჯღალოსნებს გამარჯვება უსურვა.

ნიკა გილაურმა, საპატიო სტუმრის სტატუსით, რაგბის მუზეუმის გახსნის საზეიმო ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.