loader

"ბიბლუსი" 10 წლისაა! - რა ხდება ქარვასლაში, სადაც ხალხის ნაკადი არ წყდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიბლუსი" 10 წლისაა! - რა ხდება ქარვასლაში, სადაც ხალხის ნაკადი არ წყდება

მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიება „ქარვასლაში“ მიმდინარეობს, რომელსაც დამფუძნებლები, მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებიან.

ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, რომლებიც 10 წლის გაყიდვების რაოდენობით გამოიკვეთა. ნომინაციაში „ბიბლუსის“ ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ქართული რომანი“ დათო ტურაშვილმა გაიმარჯვა, რომანით „ჯინსების თაობა“; „ბიბლუსის“ ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი თარგმნილი ლიტერატურა“ გაიმარჯვა „პალიტრა L”-მა; „ბიბლუსის“ ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი საყმაწვილო ლიტერატურა“ - გამომცემლობა „ბაკურ სულაკაური“; „ბიბლუსის“ ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი პროზაული კრებული - გოდერძი ჩოხელი; „ბიბლუსის“ ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი პოეზიის კრებული - ნიკო გომელაური; „ბიბლუსის“ ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი საბავშვო ლიტერატურა - „დიოგენე“.

„ბიბლუსი“ უკვე ათი წელია, რაც ბაზარზე აქტიურად საქმიანობს. საქართველოს მასშტაბით „ბიბლუსს“ 56 ფილიალი აქვს გახსნილი.