loader

ახალი დეტალები გაუჩინარებული რამაზ გერლიანის საქმეში - ვრცელდება ექსპერტის დისა და ყოფილი ცოლის მიმოწერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები გაუჩინარებული რამაზ გერლიანის საქმეში - ვრცელდება ექსპერტის დისა და ყოფილი ცოლის მიმოწერა

ვრცელდება "ეკო­ნო­მი­კუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპერ­ტის, რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის დისა და გერლიანის ყოფილი ცოლის მიმოწერა.

"ორი კვირაა, მანერვიულებს, სულ გააგიჟეს... თავს დავუშავებო და ვიტოვებდი აქ ღამე, დღეც ბავშვებთან მაქსიმალურად. რავი, თქვენი დახმარება მინდოდა. არავინ მიპასუხა" -  წერია მიმოწერაში, რომელსაც გერლიანის და ასაჯაროებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ახ­ლობ­ლე­ბის ცნო­ბით, "ეკო­ნო­მი­კუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპერ­ტი რა­მაზ გერ­ლი­ა­ნი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­ლი­ა­ნის ავ­ტო­მო­ბი­ლი ბო­ლოს ავ­ჭა­ლის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან შე­ნიშ­ნეს. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რა­მაზ გერ­ლი­ანს 2 დღეა ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რა­მაზ გერ­ლი­ან­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე "ფე­ის­ბუქპოს­ტი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც შსს-ს თა­ნამ­შრო­მელ გი­ორ­გი გოგ­ნი­აშ­ვილს შან­ტაჟ­სა და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში შე­მოჭ­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. გერ­ლი­ა­ნის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი 14 ნო­ემ­ბერს სა­კუ­თარ ბი­ნა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დახ­ვდა და ცრუ მო­ტი­ვით და­კი­თხა. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს 35 დღის წინ მი­მარ­თა, თუმ­ცა პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია.