loader

"მინდა ყველას გაგიზიაროთ ხმამაღლა, ეს თემა ამ ბოლო დროს საზოგადოებაში აქტუალურია და იქნებ ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო" - ემოციური მიმართვა საზოგადოებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა ყველას გაგიზიაროთ ხმამაღლა, ეს თემა ამ ბოლო დროს საზოგადოებაში აქტუალურია და იქნებ ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო" - ემოციური მიმართვა საზოგადოებას

"მინდა ყველას გაგიზიაროთ ხმამაღლა. ეს თემა ამ ბოლო დროს საზოგადოებაში აქტუალურია და იქნებ ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც დავეხმარო. "მე ყოფილი მოთამაშე ვარ". 10 წელი სისტემატურად ვთამაშობდი. ამ თამაშს ბევრ გამამართლებელ მიზეზსაც ვუძებნიდი - ვერთობი, ფული მჭირდება, საჭირო ფულს არ ვაგებ და ა.შ. მოკლედ, ყველანაირად თავს ვარიდებდი იმის აღიარებას, რომ მე მოთამაშე ვარ", - ამის შესახებ თევდორე გოგოლაძე  სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საზოგადოებაში არის აზრი, რომ ყოფილი მოთამაშე და ნარკომანი არ არსებობს, რაც მცდარია...

"ამ 10 წლის მანძილზე, ფული მეორეხარისხივანია, რაც ყველაზე მეტი წავაგე - ეს იყო ჩემი დრო, რომელსაც ფიქრით თამაშს ვუთმობდი. ინტერესები, რაც მქონდა და რესურსი, რომელიც შემეძლო განმევითარებინა, სლოტის ტრიალში ვფლანგავდი. ხალხის ნდობა, რადგან საზოგადოებაში არის აზრი, რომ ყოფილი მოთამაშე და ნარკომანი არ არსებობს, რაც მცდარია, მაგრამ აქვს მეორე მხარეც, ყოფილი მოთამაშე ვერ განიწმინდება ბოლომდე და გონებაში ყოველთვის იქნება ჩალექილი ეს პრობლემა; ყოფილი მოთამაშე ვერ შეძლებს გასართობად ითამაშოს და მან გამუდმებით "არა" უნდა თქვას თამაშზე.

მოკლედ, საბოლოო ჯამში, წავაგე ემოციები... ემოციები, რითიც ადამიანი შედგება. ვეღარ ვგრძნობდი სიყვარულს, ვეღარ ვგრძნობდი ბედნიერებას, სიმძაფრე ჰქონდა ყველაფერს მოკლებული. დედაჩემის რჩევით, 2 წლის წინ მივედი "კამარაში", სადაც მოთამაშეებისთვის იყო კურსი. აქ მყოფმა ოქრო ადამიანებმა, ფსიქოლოგებმა - ნინუცა კომახიძემ, მერი გელაშვილმა, ელენე ბარამიძემ და ნათია ფანჯიკიძემ შორიდან, მესამე თვალით შემახედეს ჩემს თავს - როცა სხვა მოთამაშეებს ვხედავდი, იმ ადამიანებით გავავლე პარალელი ჩემს თავთან და დავინახე, რამდენი რამე მქონდა ჩაკეტილი და რამდენი რამე მომპარა თამაშმა. გავიდა ერთი წელი და მე აღარ მითამაშია. ხმამაღლა ვიტყვი უკვე გამბედავად, რომ მე ყოფილი მოთამაშე ვარ, რისთვისაც პირველ რიგში მადლობა"კამარას" და იმ ადამიანებს, ვინც ჩემთან ერთად დადიოდა.

ამ ერთი წლის მანძილზე შევძელი ის, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია - დავწერე 3 ფილმის სცენარი, დავაფასე სხვა ადამიანები, შევიყვარე ადგილი, სადაც მე ვიმყოფები და ნუ, ფული სულ მაქვს, სიგარეტის მაინც... მოკლედ, მეგობრებო, ეს წელი, ვისაც ეგ პრობლემა გაქვთ, გაგეტარებინოთ უთამაშოდ და ითამაშეთ ცხოვრებით და არა საკუთარი თავით. დამიჯერეთ, გაგიჭირდებათ, მაგრამ სულ მალე გამოიდარებს და ახლიდან დაიბადებით უფრო ძლიერები. მიყვარხართ...", - წერს თევდორე გოგოლაძე.