სამგზავრო აბონემენტის შეძენა ნებაყოფლობითია, შეგიძლიათ გააგრძელოთ ძველი ბარათებით მგზავრობა - გავრცელდება თუ არა შეღავათები საბანკო ბარათებით მგზავრობაზე?
დღეიდან, 5 იანვრიდან, სამგზავრო აბონემენტების გაყიდვა დაიწყო. მსურველებს მათი შეძენა მეტროს სალაროებში და ასევე, "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში შეუძლიათ.
1-ლი თებერვლიდან ძალაში შევა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონემენტო ულიმიტო სისტემა, ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში კი ტარიფი 1 ლარი იქნება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აბონემენტის შეძენა ნებაყოფლობითია, ვისაც სურს აიღებს, ვისაც არა - გააგრძელებს "მეტრომანის" ან საბანკო ბარათის გამოყენებას, მათი გამოყენების შემთხვევაში კი 90 წუთის განმავლობაში მგზავრობა კვლავ უფასო იქნება. შეიცვლება მხოლოდ მგზავრობის საფასური და ის 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი იქნება.
"გარდა სააბონემენტო სერვისისა, ძალაში დარჩება გადახდის სტანდარტული სისტემაც. სააბონემენტო გადახდის სერვისი არის მოსახერხებელი და მგზავრის ინტერესებზე გათვლილი. მისი შეძენა ნებაყოფლობითია", - განუცხადეს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში mshoblebi.ge-ს.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი თებერვლიდან სააბონემენტო ბარათებს განსხვავებული ფასი ექნებათ:

- 90-წუთიანი ბარათი - ერთი ლარი
- ერთდღიანი ბარათი - სამი ლარი
- ერთკვირიანი ბარათი - 20 ლარი
- ერთთვიანი ბარათი - 40 ლარი
- სამთვიანი ბარათი - 100 ლარი
- ექვსთვიანი ბარათი - 150 ლარი
- ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი