loader

როგორ მოევლინა ქობულეთელი წყვილის ნანატრი შვილი 33-წლიანი ლოდინის შემდეგ - ექსკლუზიური კადრები სამშობიაროდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მოევლინა ქობულეთელი წყვილის ნანატრი შვილი 33-წლიანი ლოდინის შემდეგ - ექსკლუზიური კადრები სამშობიაროდან

ქობულეთში მცხოვრები ნათელა ლაზიშვილი, რომელმაც 59 წლის ასაკში პირველი შვილი გააჩინა, თავს კარგად გრძნობს და ჩვილის ზრუნვითაა დაკავებული.

Palitravideo.ge ნათელა ლაზიშვილს დაუკავშირდა და 33 წლის ნანატრი შვილის დაბადებით გამოწვეული ემოციების შესახებ მოკლე ინტერვიუს გთავაზობთ.

"მე და გურამი 33 წლის წინ დავქორწინდით. შვილის გაჩენა თავიდანვე გვინდოდა. პირველ წლებში 3-ჯერ დავფეხმძიმდი, მაგრამ სამწუხაროდ, სამივეჯერ მომეშალა მუცელი.
ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ დავიწყეთ მკურნალობა. სად აღარ ვიყავით, მთელი საქართველო შემოვიარეთ. თბილისისა და ბათუმის კლინიკებში უშედეგო მკურნალობის შემდეგ კერძო ექიმებთან თუ ექიმბაშებთანაც დავდიოდით. ყველა ხერხი ვცადეთ, რაც კი შეიძლებოდა გვეცადა...

ჩემი მაგალითით, უშვილო წყვილებს მოვუწოდებ, რომ ხელი არ ჩაიქნიონ, იმკურნალონ, მედიცინა განვითარდა და უკვე ყველაფერი შესაძლებელია. რწმენა არ დაკარგონ, იმედი არ მოიკვეთონ, იბრძოლონ და ჩაიხუტონ ნანატრი შვილი გულში“.

ნინო ხოზრევანიძე
სამშობიაროში გადაღებული კადრები Palitravideo.ge-ს მკურნალმა ექიმმა მაია ბუცხრიკიძემ მიაწოდა.