loader

ბაიკერი, რომელსაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ავარიის შემდეგ ერთი ხელი პარალიზებული აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაიკერი, რომელსაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ავარიის შემდეგ ერთი ხელი პარალიზებული აქვს

Palitravideo.ge განაგრძობს მოქალაქეებისთვის იმის შეხსენებას, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს საჭესთან. კამპანიის მიზეზი ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილია - თითქმის დღე არ გადის, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მომხდარი შემზარავი ავარიის შესახებ არ შევიტყოთ, რომელიც სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მსხვერპლით სრულდება.

საინფორმაციო ვიდეოპორტალმა Palitravideo.ge-მ 1 თვის წინ მაყურებელს შესთავაზა სპეცპროექტი "ნუ დააჩქარებ სიკვდილს", სადაც ნაჩვენებია 2017 წლის იანვრის თვის შემზარავი უბედური შემთხვევების ქრონიკა. ამავე პროექტში ნაჩვენებია ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოს გზებზე 2010 წლიდან დღემდე. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, სამწუხაროდ, დრამატულად მზარდია.
ამჯერად წარმოგიდგენთ მორიგ სიუჟეტს, რომელშიც გაიცნობთ გიგი ნარსიას - 26 წლის ბაიკერს, რომელიც 3 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა და ამ მიზეზით დღეს ერთი ხელი პარალიზებული აქვს.

სიუჟეტის ავტორი: მარიამო ლორთქიფანიძე
მონტაჟის რეჟისორი: გიო კუსიანი
Palitravideo.ge