loader

"სანდროსგან" - პატარა ბიჭის სააღდგომო საქმიანობა, რომელიც უკვე ბრენდად იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სანდროსგან" - პატარა ბიჭის სააღდგომო საქმიანობა, რომელიც უკვე ბრენდად იქცა

იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, როცა მასწავლებელმა სააღდგომოდ კვერცხის მოხატვა დაავალა. ნამუშევრები იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ დედამ და სანდრომ მათი რეალიზება გადაწყვიტეს. შეგროვებული თანხით კი, სანდრო ტელეფონს იყიდიდა. ასე გადაიზარდა გატაცება სერიოზულ ბიზნესად. გაყიდული საჩუქრებით სანდრომ 4 დღეში 400 ლარი იშოვა. ტელეფონი კი მას საჩუქრად დედის სამსახურმა გადასცა.

სანდრო თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში სწავლობს.  ახლა მას ახალი ოცნება აქვს - ფოტოაპარატი და ველოსიპედი. წელს გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხის ნაწილს სწორედ ოცნების ახდენას მოახმარს, ნაწილით კი, ახლობლებისთვის საჩუქარს შეიძენს. სანდროს ნამუშევრის ღირებულება 5 ლარს შეადგენს. მისი შეძენა კი ამ ნომერზეა შესაძლებელი - 577307974

ავტორი: ეკა მელიქიძე
ფოტოგრაფი: გიორგი ჟამერაშვილი
მონტაჟის რეჟისორი: გიო კუსიანი


10-year old Georgian ‘business kid’ in pursuit of happiness