loader

ზუგდიდელი ხატმწერი, რომელიც თბილისში კონტროლიორად მუშაობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდელი ხატმწერი, რომელიც თბილისში კონტროლიორად მუშაობს

50 წლის ზუგდიდელი ხატმწერი მანონი მაქაცარია უკვე მე-3 წელია თექაზე მუშაობს. ამბობს, რომ ამ საქმეს მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თავისუფალ დროს როგორც კი გამონახავს, თექაზე მუშაობს.
მანონი დასთან და დისშვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. თავად გათხოვილი არასდროს ყოფილა.
ზუგდიდელი ხატმწერის სამუშაო დღე მზის ამოსვლამდე იწყება. მანონი მაქაცარია კონტროლიორად მუშაობს. ამბობს, რომ ხალხთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
რთული და დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვის ერთადერთი საშუალება თექაზე მუშაობაა.


ავტორი: თიკო გურაშვილი
მონტაჟი: გიო კუსიანი
ოპერატორი: გიგა დანელია