loader

როგორ გაჰყავს პოლიციას ლგბტ თემის მხარდამჭერები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გაჰყავს პოლიციას ლგბტ თემის მხარდამჭერები

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია დასრულდა.
აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. მის უსაფრთხოებას სამართალდამცველები უზრუნველყოფდნენ. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიას სამარშრუტო ტაქსების მეშვეობით ტოვებენ. მათ პოლიციელები აცილებენ.

სამართალდამცველებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა ჰქონდათ ჩაკეტილი. აქციაზე შესვლა მედიის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს შეეძლოთ.

აქციაში ლგბტ აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. აქციის მთავარი ლოზუნგი იყო "ნუ დადგები ძალადობის მხარეს".

ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე