loader

ქართველი გოგონა, რომელსაც ჰოლივუდის კონკურსში გამარჯვების შანსი აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი გოგონა, რომელსაც ჰოლივუდის კონკურსში გამარჯვების შანსი აქვს

ბოლო პერიოდში სოციალური ქსელი მოცულია მოწოდებით: "ხმა მიეცით ჩანთას", "ჩანთა მიდის ჰოლივუდში". თვითნასწავლი გრიმიორი ქეთო ჩანთაძე ჰოლივუდის პრესტიჟულ სკოლაში ჩაბარების პრეტენდენტია, თუმცა ამისთვის მას ჩვენი დახმარება სჭირდება.

ქართველი გოგონა ჰოლივუდის Cinema Makeup School-ის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს, მასში გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს სრულ დაფინანსებას და სწავლას განაგრძობს ამ პრესტიჟულ სასწავლებელში, სადაც პროფესიონალურ დონეზე დაეუფლება გრიმიორის პროფესიას. თავის ნამუშევრის ვიდეო მან ჰოლივუდის გრიმის სკოლაში გააგზავნა, სადაც 20 ადამიანიდან აარჩიეს და ახლა ფინალურ ეტაპზეა, სკოლაში ჩარიცხვის ერთ-ერთი პირობა კი ხმებია.

მას აქვს უნიკალური შანსი, აიხდინოს ბავშვობის ოცნება და გააგრძელოს სწავლა ჰოლივუდში.
ხმის მიცემა უფასოა და შესაძლებელია ყოველდღე მოცემულ ლინკზე - http://bit.ly/VoteforChanta.
მობილური ტელეფონისთვის გამოიყენეთ ლინკი: http://bit.ly/2qsE6K5

ავტორები: მარიამ ლორთქიფანიძე, გიორგი კუსიანი