loader

#გარეთკაია - ბათუმი ახალი წლისთვის ემზადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

#გარეთკაია - ბათუმი ახალი წლისთვის ემზადება

#გარეთკაია - ამ სახელწოდებით აქტიური პიარკამპანია სოციალურ და ონლაინ მედიაში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ვიდეო რგოლი, რომელიც კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, ადამიანებს გარეთ შეკრებისა და ახალი წლის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდებს. ამის მთავარი მიზეზი კი ბათუმში, ევროპის მოედანზე შექმნილი საახალწლო გარემო და კონცერტებია. 25-დან 2 იანვრის ჩათვლით, ევროპის მოედანი გართობის მსურველების თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცევა. ბათუმში საახალწლოდ დაგეგმილი აქტივობებისა და კონცერტების სრული სია განთავსებულია კამპანიისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე www.garetkaia.ge, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარკამპანიის მიზანი გართობისა და ახალი წლის სასიამოვნო გარემოში გატარების მსურველთა ევროპის მოედანზე შეკრებაა, სადაც სტუმრებს საახალწლო ეზო, საჩუქრები და კარგი მუსიკა ელოდებათ.


1 იანვარი

 17:00 - 20:00 – DJ Ako Von Unten
 20:00 – Young Georgian Lolitaz
 21:00 - Salio
 22:00 - Green Room და დათო ლომიძე
 23:00 - გერმანელი DJ Tummesoti

2 იანვარი

 13:00 - 15:00 – DJ Vako T
 15:00 – 17:00 Gabunia
 17:00 – 19:00 Lasha Craft
 19:00 - არა
 20:00 - Mellow
 21:00 - the Bearfox
 22:00 – gamouvali mdgomareoba