loader

წიგნისა და მუსიკის მოყვარული ახალგაზრდების დიდი შეკრება ოლიმპიურ სასახლეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წიგნისა და მუსიკის მოყვარული ახალგაზრდების დიდი შეკრება ოლიმპიურ სასახლეში

დღეს, 17:00-ზე, ოლიმპიურ სასახლეში (ახალი სპორტის სასახლე), პროექტ Liberteens-ის ორგანიზებით, ცნობილი ქართული ჯგუფის, Loudspeakers-ის კონცერტი გაიმართება. თუ გიყვართ მუსიკა, მაშინ ეს გრანდიოზული ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ.
კონცერტზე მოსულ სტუმრებს, რომლებიც თინეიჯერების საყვარელი ლიტერატურული პროექტის, Liberteens-ის გათამაშებაში მონაწილეობენ, ორგანიზატორები გრანდიოზულ სიურპრიზს ჰპირდებიან. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოიგონ სუპერპრიზები - 2-კაციანი საგზური პარიზის "დისნეილენდში", 2-კაციანი საგზური იტალიაში, 2 ველოსიპედი, HP-ის 2 ნოუთბუქი, Canon-ის პროფესიონალური ფოტოაპარატი.
არ გამოტოვოთ ჯადოსნური საღამო დღეს, 17:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში. ბილეთის ფასი - მხოლოდ 5 ლარი.
ბილეთების შესაძენად გადადით ნებისმიერ ლინკზე:
https://biletebi.ge/?id=22&ei=x460,
https://tkt.ge/ka/event/jguf-loudspeakers-is-koncerti-57201