loader

„ბორჯომი“, იოსავას ბურგერები და მზიანი გუდაური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ბორჯომი“, იოსავას ბურგერები და მზიანი გუდაური

მზიანი ამინდი, გემრიელი საკვები, ცხელი გლინტვეინი და კარგი მუსიკა უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ისიამოვნო ცხოვრებით.
გუდაურში, გონდოლასთან, უჩვეულო ხალისი და ბურგერების მოზღვავებული რაოდენობა შეინიშნებოდა ერთ-ერთ ვიქენდზე, - კომპანია "IDS ბორჯომი საქართველომ" სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო კურორტის სტუმრებს.
დამსვენებლებმა დააგემოვნეს საკუთარი გემოვნებით აწყობილი ბურგერები და მიირთვეს თეთრი ღვინის გლინტვეინი. ...ეს ყველაფერი კი სასიამოვნო მუსიკის ფონზე ხდებოდა. წვეულების შეფ-მზარეული გიორგი იოსავა იყო, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ახალგაზრდა არტისტმა დიმიტრი შუბითიძემ იზრუნა.
კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ გართობა საკმარისი არ იყო და სახალისო გათამაშება შესთავაზა სტუმრებს. აღმოჩნდა, რომ გიორგი ტორონჯაძის ბურგერის ფოტომ ჰეშთეგით #borjomibbq ყველაზე მეტი ლაიქი მოაგროვა სოციალურ ქსელში და ავტორს ორდღიანი საგზურიც მოაგებინა სასტუმრო "ყაზბეგი რუმსში".
ამინდმა და სასიამოვნო გარემომ განაპირობა შემდეგი ფაქტი: წვეულების უკლებლივ ყველა სტუმარი კმაყოფილი იყო, ერთი კი უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებულად კმაყოფილი დაბრუნდა თბილისში.


R