loader

პირველი ქართული საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი ქართული საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირველი ქართული საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი "საქართველოს ბანკმა" შექმნა. ელექტრონული ვერსია შემდეგ მისამართზეა განთავსებული: http://www.terminebi.ge./ ბეჭდური ლექსიკონი კი "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრებში განთავსდება, ასევე, საჩუქრად გადაეცემა საჯარო ბიბლიოთეკებს და უნივერსიტეტებს. ლექსიკონის მიზანია, ნებისმიერ მომხმარებელს გაუმარტივოს საბანკო სფეროსთან ურთიერთობა, ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახადოს დღემდე დამკვიდრებული საბანკო ცნებები, მათი განსაზღვრებები და ამით ხელი შეუწყოს საქართველოში ფინანსური განათლების გავრცელებას.