loader

სტარტაპები, რომლებიც საქართველოში სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტარტაპები, რომლებიც საქართველოში სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს

ქართველმა მოსწავლეება უნიკალური სტარტაპები შექმნეს. Service Land, Micro Office Box, Electronic School Books, Counter App და Foodbot - სწორედ ესაა სტარტაპები, რომლებიც სრულად ტექნოლოგიებზია დაფუძნებული და 10-დან 15 წლამდე ბავშვებმა შექმნეს. 40 ბავშვი ”სილიკონ ველი თბილისის” ბაზარზე არსებულ საკვირაო სკოლაში BTU kids 2016 წლის ოქტომბრიდან სწავლობდა. კურსის ბოლოს კი საკუთარი იდეები რეალობად აქციეს და 5 პროექტი განახორციელეს. მათ მიერ შექმნილი სტარტაპ პროექტებით ტექნოპარკი და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ.
”ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი” (BTU) პროექტის გაგრძელებას აპირებს და 2017 წლის ოქტომბრიდან უკვე 150 ბავშვს ექნება საკვირაო სკოლაში სწავლის საშუალება.