loader

"ალთერვიჟენ ჯგუფისა" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური მუსიკალური პროექტი Tbilisi Newcomers 2017 დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალთერვიჟენ ჯგუფისა" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური მუსიკალური პროექტი Tbilisi Newcomers 2017 დაიწყო

"ალთერვიჟენ ჯგუფი" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ყოველწლიურ მუსიკალურ პროექტ Tbilisi Newcomers 2017-ს. 15 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით, პროექტით დაინტერესებულმა მუსიკოსებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.newcomers.ge. მიღებული აპლიკაციები განიხილება და საუკეთესო ბენდები მოწვეულები იქნებიან შოუქეისზე, რომელიც 5 და 6 ივნისს ილიაუნის თეატრში გაიმართება. ფინალური შოუკონცერტი კი 10 ივნისს, ლისის ტბაზე, ილიაუნის მე-11 დაბადების დღეზე შედგება. ფინალურ შოუკონცერტზე გამოვლინდებიან ის საუკეთესო შემსრულებლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალში Tbilisi Open Air 2017, რომელიც 16, 17, 18 ივნისს ჩატარდება ლისი ვანდერლენდის ტერიტორიაზე.
პროექტი Tbilisi Newcomers ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ემსახურება. პროექტი 2009 წლიდან მოყოლებული ტარდება, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air-ის ფარგლებში. Tbilisi Newcomers ქართული ალტერნატიული სცენის განვითარებას უწყობს ხელს. ცხრა წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობის სურვილი 1000-მდე ქართულმა ბენდმა და მუსიკოსმა გამოთქვა.