loader

საინტერესო დეტალები წიგნის მე-19 ფესტივალიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საინტერესო დეტალები წიგნის მე-19 ფესტივალიდან

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წელს მე-19-ედ ტარდება, ექსპო-ჯორჯიაში გაიხსნა. ღონისძიების მთავარი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, სადაც სტუმრები წიგნებს, დამხმარე მასალებსა და წიგნის აქსესუარებს განსაკუთრებული ფასდაკლებით ყიდულობენ. ფესტივალის 2017-ის ფოკუს ქვეყანა ნორვეგიაა. წელს ღონისძიებას ნორვეგიული ფონდი NORLA და 4 ნორვეგიელი მწერალი სტუმრობს. აქვე იმართება გამომცემელთა მიერ ახალი წიგნებისა და ავტორების წარდგინებები, საჯარო კითხვა, შეხვედრა-დისკუსიები მწერლებთან, სპეციალური სტუმრის წარდგენა, ლიტერატურული დაჯილდოება, პროფესიული სემინარები და კონფერენციები.”საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის” მიერ ორგანიზებული ფესტივალი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მსურველებს 11:00-20:00 საათამდე უმასპინძლებს.