loader

"შენც დარგე!" - "მაკულიტერატურის" 5 წლის იუბილე დღეს ლისის ტბაზე 50 ძირი კვიპაროსის დარგვით აღინიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენც დარგე!" - "მაკულიტერატურის" 5 წლის იუბილე დღეს ლისის ტბაზე 50 ძირი კვიპაროსის დარგვით აღინიშნა

"მაკულიტერატურის" 5 წლის იუბილე დღეს ლისის ტბაზე გამწვანების აქციით - „შენც დარგე!“ აღინიშნა. გამწვანების აქციის ორგანიზატორები „მაკულიტერატურა“, „ბიბლუსი“, „საქართველოს რკინიგზა“ და შპს „ლისის ტბის რეკრეაცია“ იყვნენ. ლისის ტბის მიმდებარედ გამართულ გამწვანების აქციაზე 50 ძირი კვიპაროსის ნერგი დარგეს, რომელიც ამ მიზნით „საქართველოს რკინიგზამ“ გამოყო. გამწვანების აქციაში ოჯახები პატარებთან ერთად მონაწილეობდნენ. მათ თითოეულ ნერგზე ნიშნულები დაკიდეს წარწერით - „ჩვენი სახელით დარგული კიდევ ერთი ხე“.
გამწვანების აქციაში მონაწილე პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის სასურველი ნახატი ადგილზე შეესრულებინათ.