„ლელომ“ 2016 წლის „საუკეთესო სპორტსმენის’’ ტიტული ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს გადასცა
2 ივნისს გაზეთმა „ლელომ“ Hotels & Preference Hualing Tbilisi- ში ყოველწლიური დაჯილდოვება გამართა. ღონისძიებაზე „ლელომ“ დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა და „2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ქართველ ძალოსანს, ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს გადასცა. სპორტსმენს ჯილდო 83 წლის ისტორიის მქონე სპორტული გაზეთის „ლელოს“ დამსახურებულმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ გადასცა.
ღონისძიებას Hotels & Preference Hualing Tbilis- მა უმასპინძლა. ამ დღეს სასტუმროს სივრცეში ახალი სპორტული ბარი „legend”-ი გაიხსნა, ბარის გახსნა სიმბოლურად დაუკავშირეს ლელოს ღონისძიებას.
ღონისძიების პარტნიორი იყო ამერიკული სპრორტული კომპლექსი ჩემპიონთა აკადემია. რომელიც მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალური ფიზიკური მომზადების სპეციალისტ მაიკ ბარვისთან ერთად შეიქმნა და პირველი საერთაშორისო დონის ამერიკული ცენტრია.