loader

დიქტატორის ცოლი - ბაშარ ასადის ინგლისელი მეუღლე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიქტატორის ცოლი - ბაშარ ასადის ინგლისელი მეუღლე

სირიის პრეზიდენტის 41 წლის მეუღლე ასმა ალ ასადი - ქალი, რომელიც ქმრის პრეზიდენტობის 11-წლიანი პერიოდის განმავლობაში ლედი დიანას იმიჯს ირგებდა, დღეს კი დიქტატორის ცოლია. ასე მოიხსენიებენ მას დასავლელი ჟურნალისტები. ასმა ასადი დიდ ბრიტანეთში დაიბადა და გაიზარდა, იქვე მიიღო განათლება. ამერიკული ტელეკომპანია ABC სიუჟეტს უძღვნის სისხლისმღვრელი დიქტატორის მეუღლეს და მის გატაცებებს - ძვირად ღირებულ სამკაულებს, ავეჯსა და ტანსაცმელს.
დასავლური გამოცემებით გავრცელდა ინფორმაცია ბაშარ ასადის მეუღლის პირადი მიმოწერების შესახებ. მაშინ, როცა სირიის ქალაქები უმოწყალოდ იბომბებოდა, ”დიქტატორის ცოლი” ”შოპინგზე” დუბაისა და პარიზში დადიოდა. ამ პერიოდში შეიძინა მან 5-ათასდოლარიანი სასანთლეები, ყვავილების ლარნაკი და 1,500 დოლარად შეფასებული ფეხსაცმელი.
ამჟამად, ასმა ასადის საბანკო ანგარიშები გაყინულია, მას და მის ოჯახს ევროპაში გადაადგილებაც კი აეკრძალათ.