loader

"მირჩევნია, მოვკვდე!" - 11 წლის გოგონა იძულებით ქორწინებას გაექცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მირჩევნია, მოვკვდე!" - 11 წლის გოგონა იძულებით ქორწინებას გაექცა

"მე უამრავი ოცნება მაქვს და არ მინდა, ეს ოცნებები მომიკლან გათხოვების გამო" - ეს სიტყვები 11 წლის ნადა ალ-აჰდალის ეკუთვნის. იემენელი გოგონა მშობლების სახლიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც მისმა დედ-მამამ გადაწყვიტა, ნადა ბევრად უფროსი მამაკაცისთვის მიეთხოვებინათ. გოგონამ თავი სხვა ქალაქში მცხოვრებ ბიძას შეაფარა.

ვიდეომიმართვაში შეძრწუნებული ბავშვი ჰყვება, როგორ გადაწყვიტა დედამისმა, რვიდან ერთ-ერთი შვილი მდიდარ კაცზე გაეთხოვებინა. ნადას დეიდა 14 წლის ასაკში, იძულებით გაათხოვეს და 1 წლის მანძილზე საშინელი დამცირების ატანა მოუხდა, რის გამოც მან თავი მოიკლა.

ნადა ფიქრობს, რომ მასაც იგივე ბედი ელის. "მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე გამათხოვონ. მე ნივთი არ ვარ, რომ გამყიდონ. ვერც განათლებას მივიღებ, არც ისეთი ცხოვრება მექნება, როგორიც წარმომიდგენია. მე გავბედე და გამოვიქეცი, მაგრამ ჩემსავით ათასობით ბავშვი იტანჯება. ბევრი თავს იკლავს მშობლების გადაწყვეტილების გამო. ეს ხომ კრიმინალია?!" - ამბობს 11 წლის გოგონა.