loader

"გივი" უკრაინელ ტყვეებს ამცირებს და მოკვლით ემუქრება - საარქივო ვიდეო კაბინეტში აფეთქებულ სეპარატისტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გივი" უკრაინელ ტყვეებს ამცირებს და მოკვლით ემუქრება - საარქივო ვიდეო კაბინეტში აფეთქებულ სეპარატისტზე

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) ბოევიკი, ბატალიონ "სომალის" მეთაური მიხაილ ტოლსტიხი, რომელიც თანამებრძოლებში ზედმეტსახელით - "გივი" იყო ცნობილი, დონეცკში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა - ამის შესახებ დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის უწყება იტყობინება და მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს.

2015 წელს, "ფეისბუქის" გვერდზე Наш Киев (www.nashkiev.ua) გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ეპყრობიან პრორუსი სეპარატისტები დონეცკში ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ჯარისკაცებს. კადრებში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია გივი, რომელსაც სახელის აღმნიშვნელი წარწერა სამხედრო ფორმაზეც აქვს.

მაშინაც და ახლაც, რუსულ საინფორმაციო წყაროებს გივი გმირად ჰყავთ შერაცხული. ინტერნეტსივრცე აჭრელებულია მისი "გმირობის" ამსახველი ინფორმაციებით, რომლებიც გვაუწყებს, თუ როგორ დაიჭირა დაჯგუფება "სომალის" მეთაურმა უკრაინელი "დაუმარცხებელი კიბორგები" და მათ საკუთარი სამხრეები აჭამა. აღსანიშნავია, რომ კადრებში ჩანს რამდენიმე რუსული სააგენტოსა და ტელეკომპანიის მიკროფონი, მათ შორის, LIFENEWS-ის გადამღები ჯგუფი.

ასევე იხილეთ:

"წყეულიმც იყავ!" - ტყვე უკრაინელ ჯარისკაცებს დონეცკის ქუჩებში ხალხი აფურთხებს და ცემს

"Они все гандоны" - სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართველი უკრაინის მხარეს მეომარ ქართველებზე